სასაქონლო ბაზრების ლიბერალიზაციისა და დიჯიტალიზაციის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბუნებრივი გაზის კონკურენტული ბაზრის განვითარების მიზნით

20.10.2021

 მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა სასაქონლო ბაზრების ლიბერალიზაციასა და დიჯიტიალიზაციასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმდა 2021 წლის ივლისში "ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნოს, EBRD-ს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს 

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა" („სგტკ“) და სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" („სნგკ“) შორის. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს ბუნებრივი გაზის ბირჟისა და ორმხრივი ხელშეკრულებების აუქციონის პლატფორმის განვითარებას. 

 შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული მდგომარეობა, მათ შორის შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის ბირჟის“ (GGEX), როგორც „სნგკ“-ს და „სგტკ“-ს შვილობილი კომპანიის,  ჩამოყალიბების საკითხი. 15 ოქტომბერს დასრულდა კომპანიის დაფუძნების პროცესი და უახლოეს მომავალში ის ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირების ლიცენზიის მასაპოვებლად წარადგენს განაცხადს სემეკში. 

 

▫️ “ენერგეტიკული გაერთიანების" სამდივნოს წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდნენ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" თანამშრომლებს ორმხრივ ფორმატში, სადაც მხარეებმა განიხილეს აქტუალური საკითხები, როგორიც არის ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების პროექტი, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსებასთან დაკავშირებით ახალი ვალდებულებების შესრულება და ასევე ბაზრის განვითარების სხვადასხვა ასპექტი.ს მიზნით