სასწავლო ტური ავსტრიის დედაქალაქ ვენაში
19.09.2019
მიმდინარე წლის 16-19 სექტემბერს გაიმართა სასწავლო ტური ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, რომელიც მოეწყო USAID ენერგეტიკის პროექტის დაფინანსებით.
სასწავლო ტურში მონაწილეობდნენ საქართველოს გაზის სექტორის ძირითადი ორგანიზაციები: საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, გაზსაცავის კომპანია და სემეკი.
სასწავლო ტურის მიზანი იყო ავსტრიის ბუნებრივი გაზის ბაზრის მუშაობის ძირითადი პრინციპების გაცნობა, ქართველ და ავსტრიელ კოლეგებს შორის კავშირების დამყარება და ინფორმაციის ურთიერთგაზიარება. ქართული დელეგაცია შეხვდა ავსტრიის გადამცემი ქსელის ოპერატორების, ბაზრის არეალის მენეჯერის, ცენტრალური ევროპის გაზის ბირჟის (CEGH), ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების, ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის, ავსტრიის ენერგეტიკული სააგენტოსა და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენელებს.