შეხვედრა PMCG-ისა და HICD-ის წარმომადგენლებთან

22.03.2019
 
მიმდინარე წლის 22 მარტს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’-ში გაიმართა შეხვედრა კომპანიის გენერალურ დირექტორს, ბატონ ჯაბა ხმალაძეს, მის წარმოამდგენლებსა და - „პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფი“-ის (PMCG)  წარმომადგენლებს შორის, სადაც განხილული იქნა USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების (HICD) 2020-წლის პროექტის ფარგლებში, კომპანიის ორგანიზებული საქმიანობის შეფასება. კერძოდ, პროექტის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი, ორგანიზაციული შეფასების კონტექსტი, საქმიანობის არსებული დონე, საქმიანობათა დაგეგმვა და მართვა, კომპანიის ტექნიკური შესაძლებლობები, ქსელის განახლებული წესები ტრანსპორტირების ლიცენზიანტზე დაკისრებული ზოგიერთი ვალდებულება, კომპანიის მზაობის უზრუნველყოფა დაგეგმილი ცვლილებებისათვის, კომპანიის ინფორმაციული სისტემების მართვა, თანამშრომელთა კმაყოფილება/ჩართულობის კვლევა.
  აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზაციული საქმიანობის შეფასების ჩატარებას და შესაბამისი რეკომენდაციების/ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართული მიზნობრივი გადაწყვეტილებების შემუშავებას.