შეხვედრა PMCG-ისა და HICD-ის წარმომადგენლებთან
25.07.2019
მიმდინარე წლის 25 ივლისს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’-ში გაიმართა შეხვედრა კომპანიის გენერალურ დირექტორს - ბატონ ჯაბა ხმალაძეს, მის წარმოამდგენლებსა და „პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფი“-ს (PMCG) წარმომადგენლებს შორის. აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზაციული საქმიანობის შეფასება, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების (HICD) 2020-წლის პროექტის ფარგლებში.
აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართული მიზნობრივი გადაწყვეტილებების შემუშავებას.