შეხვედრა "აიდაჰოს ეროვნული ლაბორატორიის" წარმომადგენლებთან

21.08.2019
მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, შეხვედრა გაიმართა შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფ "აიდაჰოს ეროვნული ლაბორატორიის" (DOE-INL) წარმომადგენლებსა და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებს შორის. 
შეხვედრა მიზნად ისახავდა კიბერთავდასხმებისგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ასევე, განიხილა აღნიშნულ თემაზე რეგიონალური ტექნიკური 4 დღიანი ტრენინგის მოწყობის ორგანიზაციული საკითხები და მიზნები. შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებზე.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები.