შეხვედრა გაზის მეურნეობის საქმიანი და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის რესპუბლიკათაშორისი ასოციაციის გენერალურ დირექტორთან
02.10.2018
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, 2 ოქტომბერს, გაზის მეურნეობის საქმიანი და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის რესპუბლიკათაშორისი ასოციაციის გენერალური დირექტორი ოლგა გორბეი ეწვია და კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლების საკითხები. ერთმანეთს გაუზიარეს სამუშაო გამოცდილება და სფეროში არსებული ინოვაციური მიდგომები. მათ მზაობა გამოთქვეს ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანებისა.
მიმდინარე წლის 23-26 ოქტომბერს, მინსკსა და ბრესტში ასოციაციის წევრი ქვეყნების შეხვედრა გაიმართება, სადაც შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ასოციაციის გენერალური დირექტორის მიერ პირადად იქნა მიწვეული. შეხვედრაზე საუბარი იქნება, თანამედროვე ეტაპზე გაზის ინდუსტრიაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე: როგორიცაა, ენერგოეფექტურობა, გაზის რესურსების დაზოგვის ტექნოლოგიები და პერსონალის გადამზადების ახლებური მიდგომები, როგორც გაზის მრეწველობის უსაფრთხოების გარანტი.