შეხვედრა იაპონური კომპანია NTT DATA - ს წარმომადგენლებთან
27.11.2019
მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, შეხვედრა გაიმართა იაპონური კომპანია NTT DATA - სა და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებს შორის.
NTT DATA - გლობალური ტექნოლოგიებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც შედის ტოპ ათეულში აიტი მომსახურეობის ლიდერ კომპანიათა შორის, მსოფლიო მასშტაბით.
კომპანია NTT DATA - ს განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - დუკუ ოპრეამ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლებს პრეზენტაციის სახით გააცნო ჰოლდინგის საქმიანობის სფერო.
აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს კონკურენტუნარიანი ბაზრის ფუნქციონალური გაფართოების შესაძლებლობები უახლესი ტექნოლოგიებითა და მიდგომებით: მენეჯმენტი, გლობალური ქსელები, კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული ტექნოლოგიები ( IT ), უსაფრთხოების პოლიტიკის სრულყოფა და შრომითი ნორმების დაცვა.
ასევე, განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხებოდა ბუნებრივი გაზის გაჟონვების აღმოჩენასა და პრობლემების აღმოფხვრის საკითხებს სენსორული სისტემის გამოყენებით. ამ მიმართულებით, კომპანია NTT DATA - ს წარმომადგენლის მხრიდან შემოთავაზებულ იქნა კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები.