სოფელ შამგონას გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია

09.11.2018
შპს “გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან  ნათია თურნავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლბთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ბურჭულაიების ოჯახს ეწვია, სადაც ხსენებული სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების წარმატებით დასრულება სიმბოლურად გაზქურის ანთებით აღინიშნა. კონფლიქტის პირა სოფელში 36559 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი აშენდა, ხოლო ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 447 ადგილობრივ ოჯახს მიეცა, რაც გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ პირობებს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მოსახლეობის გაზმომარაგების მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს სიატემატურად ახორციელებს.