თერგვისისა და ხიდისთავის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია
05.02.2019
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: თერგვისისა და ხიდისთავის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში ხიდისთავში აიგო 33218 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი და 1250 ადგილობრივ ოჯახს მიეცა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება. რაც შეეხება სოფელ თერგვისს, აქ გაზიფიცირებულია 78 კომლი და აშენდა 3546 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2013 წლიდან დაიწყო და პროექტები, მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგების ხელშეწყობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.