გაზიფიცირების სამუშაოები თიანეთის მუნიციპალიტეტში

26.07.2022

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ თიანეთის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაასრულა.

ალოტში, ველებში, ჩეკურაანთგორში, მელიასხევში, თოლენჯში, სიმონიანთხევში, ცალუღელაანთკარში, გორანაში, ხევსურთსოფელში, დევენაანთხევსა და საყდრიონში პროექტის ფარგლებში აშენდება 75 744 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1049 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. პროექტის ღირებულებამ 2 320 726 ლარი შეადგინა.

თიანეთის მუნიციპალიტეტში, მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში,  აშენდა მკვებავი გაზსადენი და გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა 14 დასახლებულ პუნქტში, რაც 1278 აბონენტს მოიცავს.