ტყიბულის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია

02.06.2022

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.

 

დაბაძველში, ძუყნურში, ლეღვაში, ხრესილში, ბუეთში, ჯონიაში, ქვედა და ზედა ჭყეპში პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდა 51 523 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 776 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულებამ შეადგენა 1 374 180 ლარი.