საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდება 604 721 გრძივი მეტრი გაზსადენი და 8 408 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის ღირებულება შეადგენს 28 038 616 ლარს.
2019 წელს, აშენდა წალენჯიხის მკვებავი გაზსადენი და შესრულდა შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომელმაც 2 897 ადგილობრივ მოსახლეს საშუალება მისცა ესარგებლა ბუნებრივი გაზით.
აღსანიშანავია რომ, მიმდინარე პროექტის განხორციელება წალენჯის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზით და მისი დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტი სრულად იქნება გაზიფიცირებული.