"წითელი ხიდი-ბერდის“ DN 1000მმ მგ-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები
10.06.2020
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „წითელი ხიდი-ბერდის“ DN 1000მმ მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნული გაზსადენის მე-7 კმ-ზე 24 გრძივი მეტრი სიგრძის კოროზიული მონაკვეთი ახალი მილით შეიცვალა. ასევე, 4 ადგილას გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები განხორციელდა.
წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის, მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.