"წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის" მ/გ-ის რეაბილიტაცია დასრულდა
03.08.2020
გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" "წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის" მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, აღნიშნული მაგისტრალის 104.0 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე 100 მეტრამდე სიგრძის კოროზირებული მონაკვეთი შეიცვალა ახლით.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.