წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია

12.02.2019

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: მუხიანისა და ბროწეულას გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში ჯამში აშენდა 25,091 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 545 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.