წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოთხი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

11.11.2019
ამა წლის 10 ნოემბერს, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ შალამბერიძემ, „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მესხეთში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გახსნეს.
გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა განახორციელა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“. ზედა მესხეთთან ერთად გაზიფიცირდა კიდევ სამი სოფელი: ქვედა მესხეთი; ბროწეულა და მუხიანი. აშენებული ქსელის ჯამური სიგრძეა 65 227 გრძივი მეტრი. გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შედეგად, ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაძლებლობა მიეცა აღნიშნული სოფლების 1291 კომლს, აქედან სოფელ ზედა მესხეთში მცხოვრებ 371 ოჯახს ექნება გაზის ქსელზე მიერთების საშუალება. აშენებული გაზსადენის ექსპლუატაციას განახორციელებს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“.