გაზიფიცირების სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

11.08.2022

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 7 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

ცხუნკურში, ყუმისთავში, ოფურჩხეთში, გუმათში, ჟონეთში, ნამოხვანსა და საკირეში პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდება 118 022 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1356 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 8 347 035 ლარს. 

გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ამჟამად, სამშენებლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 5 სოფელში: ზარათში, ჭოლევში, სორმონში, ნოღასა და მეჩხერში. პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდა 39 578 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 398 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება შეადგინა 1 732 541 ლარი.