ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
05.10.2018
დღეს, 5 ოქტომბერს “ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს.
უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს კომპანიის შესახებ პრეზენტაცია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ წარუდგინა, რომელმაც ისაუბრა კომპანიის საქმიანობასა და მის მნიშვნელოვან როლზე ბუნებრივი გაზის სექტორში.
„წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სამომავლო დასაქმების პერსპექტივით სტაჟირება გაიარონ ჩვენს კომპანიაში და აიმაღლონ კვალიფიკაცია, რაც ხელს შეუწყობს დარგის და კერძოდ გაზის სექტორის განვითარებას“- აღნიშნა ჯაბა ხმალაძემ.
უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა მემორანდუმის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანია როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს მაღალკვალიფიციურ კადრებს.