"ვლადიკავკაზ - თბილისის" მაგისტრალურ გაზსადენზე სახაზო ონკანის შეცვლის სამუშაოები განხორციელდა

31.08.2019

 

2019 წლის 30-31 აგვისტოს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ "ვლადიკავკაზ - თბილისის" მაგისტრალური გაზსადენის 154 კმ ნ-ზე  DN 700 მმ ამორტიზებული ონკანის დემონტაჟის და ახალი ონკანის მონტაჟის სამუშაოები ჩაატარა. გარდა ამისა სახაზო ონკანზე მოეწყო შემოვლითი ხაზი ერთი DN150 მმ-იანი ონკანით.

 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ შესრულებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.