"ვლადიკავკაზ-თბილისის" მაგისტრალური გაზსადენის 150-ე კილომეტრზე აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა

31.10.2019
2019 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ "ვლადიკავკაზ-თბილისის" DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 150-ე კილომეტრზე ჭარბი ნალექის შედეგად გარეცხილი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში გაზსადენზე აღდგა დაზიანებული იზოლაცია  და გარეცხილ მონაკვეთზე მოეწყო გაბიონების კონსტრუქცია.

აღნიშნული ღონისძიებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია და სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა  კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ.  შესრულებული სამუშაოები  უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.