საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ,,ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 208 კმ-ზე შპს ,,ვარკეთილაირის“ ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი სადგურის მოქმედ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები განახორციელა.
გარდა ამისა მოხდა ახლადაშენებული მაღალი წნევის კოლექტორზე სამი პირდაპირი მომხმარებლის გადართვა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.