მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას.
ამჯერად, სამუშაოები დასრულდა წალკის მუნიციპალიტეტის 10 დასახლებულ პუნქტში. დაშბაშში, კოხტაში, ბეშთაშენში, სამადლოში, ახალშენში, იმერაში, ბარეთში, არჯევან-სარვანში, საბეჭისსა და თეჯისში პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდა 93 557 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 092 აბონენტს შესაძლებლობა მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 4 246 608 ლარი.
წალკის მუნიციპალიტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშოები გნხორციელდა 22 დასახლებულ პუნქტში, რომელიც 5 963 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.