“ყარადაღ-თბილისის” მ/გ-ის რეაბილიტაცია

11.09.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ყარადაღ-თბილისის DN-800მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელდა. კერძოდ, აღნიშნული მილსადენის 468.5-ე კილომეტრზე მდინარე ალგეთზე გამორეცხილი მონაკვეთის ჩაღრმავების სამუშაოები შესრულდა. პროექტის ფარგლებში, გაზსადენის 65 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი შეიცვალა ახლით.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს გაზსადენების დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების საიმედო გაზმომარაგებას.