​ზესტაფონის მ/გ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია

28.01.2021
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ზესტაფონის განშტოებაზე  DN-200მმ-იანი მაგისტარლური გაზსადენის ონკანი შეცვალა ახლით. 11:45 საათზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. 
შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ ეტაპობრივად ხორციელდება მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდება.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.