ზუგდიდის 4 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია

30.08.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჩხორიას, დავითიანის, ოქტომბერისა და დიდი ნეძის კახათის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში  აიგო 79 720 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომლის საშუალებითაც  1085 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.