განცხადება

14.10.2025

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დმანისის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 16 ოქტომბერს, 09:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დმანისის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ქალაქ დმანისს და დმანისის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქვემო ოროზმანი, ზემო ოროზმანი, მთისძირი, ვაკე, ბაზაქლო, ამამლო, მამიშლო, საფარლო, ტყისპირი, ირგანჩაი, პანტიანი, დალარი, იაგუფლო, შახმარლო, კამარლო.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.