გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია კაზრეთის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის ახალი კვანძის მონტაჟის სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 9 ოქტომბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, მითითებულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭის.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.