განცხადება

23.05.2025

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინავალის მაგისტრალური გაზსადენის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 28 მაისის 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ყვარლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს და შპს „ქინძმარაულის მარანს“. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ქალაქ ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალსოფელი, მთისძირი, გავაზი, სანავარდო, კუჭატანი, ჭიკაანი, ზინობიაანი, შილდა, ენისელი, საცხენე, თხილისწყარო, გრძელჭალა, ჩანტლისყური, შაქრიანი, საბუე, თივი, ალმატი, წიწკაანთსერი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.