განცხადება

21.11.2025

გაცნობებთ, რომ შპს ''საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია'' გაჩიანის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 25 ნოემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ყარაჯალა, ყარათაკლია.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.