განცხადება

04.12.2025

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ’’ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა ლაითურის გაზგამანაწილებელ სადგურში, აღდგენილია სადგურის გაზმომამარაგება და შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეტაპობრივად განახორციელებს.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.