გაზიფიცირების ეროვნული პროგრამის განხორციელება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

17.11.2025

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის ზრდის პროცესს აქტიურად ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, რომელიც გაზიფიცირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებულად ანხორციელებს.

2013–2025 წლებში კომპანიის მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტების შედეგად გაზიფიცირდა 860 დასახლებული პუნქტი, ხოლო 204 ათასამდე აბონენტს მიეცა უსაფრთხო და თანამედროვე ენერგომომარაგებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ბუნებრივი გაზი მიაწოდა ისეთ დასახლებებსაც, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული, შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობები.

დღევანდელი მდგომარეობით, გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომპანია აქტიურად ახორციელებს სამუშაოებს ცხრა რეგიონის 123 დასახლებულ პუნქტში. პროექტების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზი დამატებით 20 000-ზე მეტ ოჯახს მიეწოდება, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და ქვეყნის რეგიონებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

სახელმწიფოს და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, დღისათვის საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 93% უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირზე წვდომით — ეს არის სტრატეგიული შედეგი, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების გრძელვადიან მიზნებს ემსახურება.