ახალი ამბები
                                17.07.2017
                            
                            
                                  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“,  წალკის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე  2017 წლის 18 ივლისს, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქ წალკას. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.  
                            
                        
                                12.07.2017
                            
                            
                                გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალდაბის გაზმარეგულირებელი პუნქტის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 13 ივლისს 11:00დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბას. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია"  დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
                            
                        
                                05.07.2017
                            
                            
                                https://www.youtube.com/watch?v=bihSd9uwFik
                            
                        
                                04.07.2017
                            
                            
                                შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’,  ,,წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის’’ DN - 300მმ. მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული მილსადენის 140-ე კილომეტრიდან - 172,15 კილომეტრამდე მონაკვეთზე ჩატარდება,  ბუნებრივი აირის გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები.   აღნიშნული  სამუშაოები მიმდინარე წლის 4 ივლისს დაიწყება, რომლის დროსაც გაითიშება ტაბაწყურისა და ბალანთის გაზგამანაწილებელი სადგურები. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აქტიურად მუშაობენ სალიკვიდაციო სამუშაოებზე, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს მისი დასრულება. მიმდინარე  პროცესი უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, გაზრდის მის ეფექტურობას, ხელს შეუწყობს ბუნებრივი აირის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2017 წლის 5 ივლისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს: ტაბაწყურს, ბალანთასა და  მოლითს. შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.  
                            
                        
        
            
            
            
            
            
 