გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ,,ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 65,0 – 81,6 კილომეტრებს შორის ახალაშენებული მონაკვეთების მოქმედ გაზსადენში მიერთების სამუშაოებს განახორცილებს.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 23 ივნისის 06:00 საათიდან 26 ივნისის 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ზუგდიდის, ანაკლიის, წალენჯიხის, ხობისა და ჩხოროწყუს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ქალაქებს: ზუგდიდი, ჯვარი, წალენჯიხა, ხობი, ჩხოროწყუ. ასევე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ზემოთჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში შემავალ შემდეგ სოფლებს: ახალაბასთუმანი, ახალსოფელი, ბაში, ზედაეწერი, ინგირი, კორცხელი, კოლხიდა, ნაცატუ, ნაწულუკუ, ოდიში, ოირემე, ოფაჩხაფუ, რიყე, რუხი, უჩაშონა, ტყაია, ურთა, აბასთუმანი, შამადელა, შამგონა, ჩხორია, ჩხოუში, ცაიში, ცაცხვი, ძველი აბასთუმანი, ძველი ხიბულა, ჭაქვინჯი, ჭითაწყარი, ჭკადუაში, ხეცერა, ჯუმი, ასევე სოფელი ანაკლია, ახალკახათი, განმუხური, დავითიანი, დარჩელი, დიდინეძი, დიდინეძის კახათი, კახათი, კოკი, ორსანტია, ოქტომბერი, ხურჩა, ლია, ეწერი, ფახულანი, მუჟავა, ჭალე, ზედა საჩინო, ნარაზენი, სამესხია, ნაკიფუ, ნანჯარუ, ულურია, ლეჟა, ლარა, ლეჯოლოხე, ლეღვინჯილე, ზღვაიას დასახლება, ზედა საჩინო, კუხეში, ნაგურუ, ლეშამგე, ლეხარჩილე, საჩინო, ლეკაკულ, ჯგალი, ლესალე, ლეთკანთი, ხამისკური, პირველი მაისი, ბელიწყუ, გურიფული, დასახლება, დღვაბა, ზემო ქვალონი, ზენი, თორსა, ნოჯიხევი, ლარჩვა, ნაფოშტუ, ნოჩხონი, ოხვამეკარი, საბუკიო, საკვიკვინიო, საკუკავო, საქირიო, სახოჭოლავო, ხეთა, ჭითაუშქური, ჭიხუ, ხამისკური ასევე სოფელი ლესიჭინე, მეორე ლესიჭინე, მონგირი, ლეწურწუმე, ლექიჯე, ნაგვაზავო, ახუთი, ოჩხომური, ქვედა ჩხოროწყუ, მოიდანახე, ხაბუმე, ჯუმითი, მუხური, პირველი ჭოღა, მეორე ჭოღა, ლექობალე, ახალი ხიბულა და ბია.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.