გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე განცხადებაზე თანდართულ დანართ №1-ში მოცემული დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და შესრულების სავარაუდო ვადის დადგენის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.
გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 16 აპრილისა, შევსებული დანართი №1-ის სახით მოგვაწოდოთ შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისა და გადასახდელის ჩათვლით) და შესრულების სავარაუდო ვადა. გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.
ამასთან, ბაზრის კვლევაში მონაწილე პირს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 წლიანი ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება (არარეზიდენტი პირის შემთხვევაში გარდა საკუთარ ქვეყანაში მიღებული გამოცდილებისა) ბოლო 6 წლის განმავლობაში, არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100% (გამოცდილებაში ჩაითვლება 2016; 2017; 2018; 2019; 2020; 2021 წლებიდან ნებისმიერი სამი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება. აუცილებელია ამ ექვსი წლის განმავლობაში არანაკლებ სამ წელში დაუფიქსირდეს შესრულებული ანალოგიური სამუშაოები). გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული პროექტები. ანალოგიული სამუშაოების გამოცდილება ნიშნავს წინამდებარე განცხადების დანართი N1-ით გათვალისწინებული ტიპის გაზიფიცირების სამუშაოების წარმოებას. სხვა სახის მილსადენების მშენებლობა გამოცდილებაში არ ჩაითვლება.
განსახორციელებელი სამუშაოების საინჟინრო-ტექნიკური პროექტები შეგიძლიათ იხილოთ დანართ N1-ში მოცემულ ინტერნეტ ბმულებზე.
შემოთავაზება უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულ ფოსტაზე:
K.Bediashvili@ggtc.geსაკონტაქტო პირი: ქეთევან ბედიაშვილი
ტელ: +995 596 12 12 90
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.