ახალი ამბები

10.05.2016
გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 10 მაისს ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა „ბიზნეს კონტაქტში“ გასულ სიუჟეტს შპს „ჯეოტრანსგაზისთვის“ ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ არ ახორციელებს ბუნებრივი აირის განაწილებას, არამედ, როგორც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი, კომპანია უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე. ამასთან, შპს „ჯეოტრანსგაზთან“ მომსახურების გაწევის თაობაზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე საჭიროა ბუნებრივი აირის მოცულობა შედარდეს მიმწოდებელთან - შპს „გაზპრომ ექსპორტთან“. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამჟამად მიმწოდებელთან სწორედ აღნიშნული შედარების პროცედურას გადის.
28.04.2016
28.04.2016 შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" უანგარო დონორთა აქციას - "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე", შეუერთდა. ამით კომპანიამ თანადგომა გამოხატა იმ თანამოქალაქეთა მიმართ, ვისაც დახმარება ესაჭიროება. აღნიშნული პროექტი მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფის უსაფრთხო სისხლით ხელმისაწვდომობის გარანტიას წარმოადგენს. კომპანია მომავალშიც მზადაა აღნიშნული ტიპის აქციებში მიიღოს მონაწილეობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს მოქალაქეთა დასახმარებლად.
25.03.2016
მდინარე სუფსის ადიდების შედეგად დაზიანებული ,,ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის DN 500მმ-იანი ქობულეთის განშტოების მონაკვეთზე (კმ.ნ. 28+00-ზე) შექმნილი საავარიო სიტუაციის აღმოსაფხვრელად და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით მიმდინარე წლის 29 მარტს 0300 საათიდან 30 მარტის 1700 საათამდე გაზის მიწოდება შეუფერხდებათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებს ამ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს.
27.01.2016
გურიის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ძლიერი ყინვების გამო ჩოხატაურის DN 200 მმ განშტოებაზე მწყობრიდან გამოვიდა გაზის წნევის რეგულატორი, რომელმაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვია ჩოხატაურის გაზმომარაგების დროებითი შეფერხება. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე დილიდან ინტენსიურად მუშაობს შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების“ კომპანიის საავარიო ბრიგადა. სავარაუდოდ, გაზმომარაგება აღდგება უახლოეს საათებში.