ახალი ამბები
22.08.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 25 აგვისტოს „ქოთელია-ასპინძა-ახალციხის“ მაგისტრალური გაზსადენის 17-ე კმ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
11.08.2022
ცხუნკურში, ყუმისთავში, ოფურჩხეთში, გუმათში, ჟონეთში, ნამოხვანსა და საკირეში პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდება 118 022 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1356 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 8 347 035 ლარს.
04.08.2022
მსოფლიო ბანკის ადგილობრივი წარმომადგენლები შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ხელმძღვანელ გუნდს შეხვდნენ. გასაუბრება მიმდინარეობდა ინდივიდუალურ რეჟიმში. კომპანია ერთ-ერთია, რომელსაც სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაციის რეფორმის პირველი ეტაპი შეეხება.
04.08.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” რუსთავი-თელავი-ჟინვალის D-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.