ახალი ამბები

27.05.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 31 მაისს ქუბრიანთკარის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს გეგმავს.
13.05.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 17 მაისს ფასანაურის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის კვანძის შეცვლის სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 17 მაისს 10:00დან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა შეუწყდეს ხსენებული გგს-ის მომხმარებლებს (დაბა ფასანაური, ხანდოს, ჰოშპიტლისა და ბანცურთკარის დასახლებები, სოფლები: ბიბილიანი, ცხვედიათი, ჩაბარუხი, ყორული).
05.05.2022
ნაგვაზაოში, ლეწურწუმეში, ლესიჭინეში, II ლესიჭინეში, ახუთში, მონგირში, ლეჯიქეში, ოჩხამურში, ქვ. ჩხოროწყუში, მოდინახეში, პირველ ჭოღაში, II ჭოღასა და ლექობალეში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.
04.05.2022
ვლადიკავკაზ-თბილისის დ700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მილსადენის 199.6-200.7კმ არსებული კოროზირებული მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა, 211.2 კილომეტრზე კი ახალი სახაზო ონკანი დამონტაჟდა. რეაბილიტაცია შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით განახორციელა.