Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის შეუფერხებელი და უწყვეტი გაზმომარაგების მიზნით, ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი სადგურის მაგისტრალურ გაზსადენზე მიერთების გამო კომპანიას დაგეგმილი აქვს გარკვეული ტექნიკური სამუშაოების განხორციელება, რის გამოც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს დილის 06:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ მცხეთას, სოფელ საგურამოსა და რამოდენიმე კომერციულ მომხმარებელს.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და დასძენს, რომ აღნიშნული სამუშაოების განხორციელება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს დედაქალაქის მოსახლეობის შეუფერხებელ და სტაბილურ გაზმომარაგებას.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.