Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში – ანაკლიის, ასევე ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში – ხობისა და ქალაქ ფოთის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.
ოდორანტის ტრანსპორტირება ასევე დაგეგმილია მიმდინარე წლის 29 ნოემბერს. ტრანსპორტირება განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში – სოფელ ნასაკირალისა და ჩოხატაურის, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში – სინოჰიდროსა და ოჩხამურის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.
აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.