Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ  შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გეგმავს ახლადაშენებული DN-500მმ გაზსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოების განხორციელებას. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელი გახდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის  საავტომობილო გზის E-60 მაგისტრალის აგარა-ზემო  ოსიაურის საავტომობილო გზის კმ114-კმ126 მონაკვეთის მშენებლობისათვის.

DN-500მმ გაზსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოების განხორციელების პროცესში, მიმდინარე წლის 1 აპრილს დილის 7:00 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტში შემავალ  სოფელებს: გომს, ხცისსა და ცხრამუხას, ასევე ოსიაურის სამხედრო ბაზას.  ბორჯომ-ბაკურიანის ტერიტორიაზე კი მოსალოდნელია ბუნებრივი გაზის წნევის შემცირება. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება მიმდინარე წლის 1 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან  და 3 აპრილის მდგომარეობით სრულად იქნება აღდგენილი.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირებს კომპანია” აღნიშნული გარემოების გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.