Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საქართველოს კანონი
ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05. 1999წ., მუხ.63

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები
1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. ეს კანონი არ ვრცელდება წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტიდან წყლის ამოღებაზე ან/და მოპოვებაზე, ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიებაზე, მოპოვებაზე, დამუშავებასა და დაგროვებაზე, ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება ამ კანონის მხოლოდ ის დებულებები, რომლებიც პირდაპირ და უშუალოდ ეხება და აწესრიგებს ელექტროენერგიის ტრანზიტსა და
მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გადმოტვირთეთ სრული დოკუმენტი

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.