Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
ქალაქ ონის გაზიფიცირება დასრულებულია. ენერგეტიკის მინისტრმა – კახი კალაძემ შ.პ.ს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურ დირექტორთან – ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება ქალაქის ცენტრში ჩირაღდნის ანთებით აღნიშნა.
ქალაქ ონის გაზიფიცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მნიშვენლოვნად გააუმჯობესებს 1855 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს. ქალაქ ონის სრული გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში აშენდა 38562მ სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი.
ქალაქ ონის სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შ.პ.ს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის #153-ე განკარგულების საფუძველზე განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ქვეყნის მთავრობის შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა რეგიონში პროექტებს სისტემატურად ახორციელებს.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.