Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

“ვლადიკავკაზ-თბილისის”  DN-700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე ავარია მოხდა. შედეგად დაზიანებულია  აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენის 155-ე კილომეტრზე არსებული პირველი ხაზი.

შექმნილი ვითარების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება ამ ეტაპზე შეიზღუდა დუშეთის რაიონში. კახეთში კი შესაძლოა ბუნებრივი გაზის პარამეტრალური კლება დაფიქსირდეს.

საავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით, შპს ” საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს.

“ვლადიკავკაზ-თბილისის”  DN-700მმ მაგისტრალურ გაზსადენის 155-ე კილომეტრზე საავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი გაზის მიწოდება დღის ბოლომდე ადგება.

შპს “საქართველოს გაზის. ტრანსპორტირების კომპანია” შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.