Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN-700მმ მაგისტრალური გაზსადენის კმ.ნ 55.4-კმ.ნ. 55.9 მონაკვეთზე. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, ახლით შეიცვალა ამორტიზებული DN-700მმ ორი სახაზო ონკანი. კომპანიის მიერ ასევე განხორციელდა მონაკვეთის მაგისტრალური გაზსადენის სისტემაში შეჭრის სამუშაოები. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „ვლადიკავკაზ-თბილისის“ მაგისტრალურ გაზსადენზე წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განახორციელა.
უნდა აღინიშნოს, რომ მდინარე დევდორაკის გადაკვეთაზე მუშაობს „ვლადიკავკაზი-თბილისის“ ორი პარალელური ხაზი, რომლის საშუალებითაც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის სომხეთის რესპუბლიკისათვის განკუთვნილი ბუნებრივი გაზი. ამ დრომდე, გაზსადენის მხოლოდ ერთი პარალელური ხაზი ფუნქციონირებდა, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად კი გაზსადენის ორივე პარალელური ხაზი ამუშავდა, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს გავლით სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით ტრანზიტული ბუნებრივი გაზის შეუფერხებლად გატარებას.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.