Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთოს მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის ქუთაისის ახალი ავტობანის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ახალი მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობა განხორციელდა. ამ ეტაპზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ აღნიშნული მილსადენის მოქმედ, „ქუთაისი-სოხუმის“ DN-500მმ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები  ხორციელდება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 1 ივნისს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება შემდეგ სოფლებში: ბაში, კოპიტნარი, ახალსოფელი, იანეთი, ეწერი, დიდი ჯიხაიში, ღანირი, ჭაგანი, ნაბაკევი, ნინუაკუთხე, ჩხენიში, კვირიკე, მიწაბოგირა, კულაში, პატარა ჯიხაიში, გოჩა ჯიხაიში, ივანდიდი, დიდი და პატარა კუხი, მათხოჯი, საწულუკიძეო, ჭყონი; ასევე  ქალაქებში: მარტვილში, სამტრედიასა და ხონში. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ კოპიტნარისა და ხონი სამხედრო ბაზებსაც.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”  დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

 

 

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.