Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
 

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”  “ყაზახ-საგურამოს” სატრანზიტო  DN-1000 მმ მაგისტრალური გაზსადენის კაპიტალურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ახლით შეიცვლება მწყობრიდან გამოსული N303-ე და N304-ე საონკანო კვანძები. ასევე მიმდინარეობს სავარაუდო გამჭოლი კოროზიული ხვრელებისა და საიზოლაციო საფარის აღდგენითი სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება ბაქო-თბილისის სარკინიგზო გადასასვლელის ქვეშ არსებულ მონაკვეთს. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები აღნიშნულ გაზსადენზე უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ერთი-ორად გაიზრდება გაზსადენის უსაფრთხოებისა და ეფექტური მართვის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად შემცირდება მილსადენიდან ბუნებრივი გაზის დანაკარგი.

IMG_0647  DSC_0519  DSC_0510  DSC_0475                         DSC_0393  DSC_0343

 

 

 

 

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.