Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
 

გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ერთადერთ ლიცენზიანტს საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებას უწევს 1794 კმ-დე მაგისტრალურ გაზსადენს, რომლის ნაწილი განლაგებულია რთულ რელიეფურ ზონაში (მთაგორიან, ტყიან მასივებში) რაც რიგ შემთხვევებში ართულებს გაზსადენის ექსპლოატაციას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ყაზახ-საგურამოს“ DN 1020 მმ-იან მაგისტრალური გაზსადენის 43-ე კმ-დან 46.45-ე კმ  შორის საექსპლუატაციო დერეფანში, გაზსადენის ღერძიდან 4 მეტრი ორივე მხარეს არსებულ ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების და სპეციალური ჭრების განხორციელებისათვის კომპანიას წარმოექმნა მოთხოვნა შესაბამისი სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით, რისთვისაც ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.

სამუშაოების შესყიდვის  ღირებულებისა და შესრულების ვადების წარმოდგენა უნდა მოხდეს წერილობით  არაუგვიანეს 2017  წლის 7 ივლისის 18:00 სთ-სა შემდეგ მისამართზე:  ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21 ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ტექნიკური დავალება – დანართი #1

საკონტაქტო პირი: ქეთევან შუბითიძე

ტელ: +995 32 224 40 40 (511)

ელ.ფოსტა:  k.shubitidze@ggtc.ge

 

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართები: gardabnis agkvetili;   გარდ. აღკვ. #1 – 2017.04გარდ. აღკვ. #2 – 2017.04rukebi

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.