Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ “წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქი“ DN – 300 მმ -იანი მაგისტრალური გაზსადენის 163-164 კმ მონაკვეთზე  სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, რომლის დროსაც მდინარე ქციაზე ახალი 300 მმ-იანი საჰაერო გადასასვლელი მოეწყობა. კომპანიამ გაზსადენის მშენებლობა უკვე დაასრულა, ამჟამად  მიმდინარეობს ახლად აშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.

არსებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უწყვეტ და საიმედო გაზმომარაგებას.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2017 წლის 21 სექტემბერს 04:00 საათიდან -20:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელს: ტაბაწყურს, მოლითს, ჭიხარულასა და ბალანთას.

 

 

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.