Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის 300 მმ მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო – პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს,   რომლის დროსაც წინანდლის განშტოებაზე,  115,00 – 0,8 კმ-ზე, DN – 219 მმ -იანი კოროზირებული კომპენსატორის გამოცვლა მოხდება.

აღნიშნულ სამუშაოებთან ერთად, წინანდლის გაზგამანაწილებელ სადგურში,  DN – 100 მმ -იანი მაღალი წნევის ახალი ონკანი დამონტაჟდება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს 08:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება თელავის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელს: აკურას, ვანთას, ბუშეტს, ქვემო ხოდაშენს, წინანდალს, ნასამხრალს, კისისხევსა და კონდოლს.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.