Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი გარიყულას და სოფელი თელადგორის დაჩების გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სავარაუდო შესრულების ვადის დადგენის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.

გთხოვთ, მიმდინარე წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, მოგვაწოდოთ შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ფასი და შესრულების სავარაუდო ვადა. გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.

განსახორციელებელი სამუშაოების საინჟინრო-ტექნიკური პროექტი გთხოვთ იხილოთ დანართებში:  shurfebi_telatgori telatgori_proeqti თელათგორი გამსხვილებული_კორექტირებული თელათგორი მოპ თელათგორი-3 ganmartebiti_telatgori;   garikula_proeqti organizacia გამსხვილებული გარიყულა გარიყულა მელიორაცია გაზმშენი

დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.ggtc.ge, ან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: www.procurement.gov.ge, ან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მოცემულ მისამართზე: კახეთის გზატკეცილი #21, თბილისი 0190, საქართველო.

საკონტაქტო პირები: იური ბურდული, ქეთევან შუბითიძე.

ტელ: +995 32 224 40 40

ფაქსი: +995 32 224 40 48

ელ.ფოსტა: i.burduli@ggtc.ge;  k.shubitidze@ggtc.ge;

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.